ამ დრომდე ეძებენ მოზარდს, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ცოფიანმა ძაღლმა გაკაწრა

ამ დრომდე ეძებენ მოზარდს, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ძაღლმა გაკაწრა. რამდენიმე დღეში, ძაღლი ამავე ტერიტორიაზე მკვდარი ნახეს. მას ცოფი დაუდასტურდა.
შემთხვევა კოსმონავტის ძეგლთან მდებარე “გალფის” ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ მოხდა. სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ვერ ხერხდება იმის დადგენა, ჩაუტარდა თუ არა მოზარდს აცრების სრული კურსი.
სააგენტომ შემთხვევის შესახებ ყველა უწყებას აცნობა.
გასულ ღამით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კახეთის გზატკეცილზე მომხდარ ამბავთან დაკავშირებით, “გალფის” მარკეტინგის დირექტორი, ნინო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ასევე დაგაინტერესებთ

ძვირფასო სამხედროებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი და მყარი საფუძველი, რომელზეც დაფუძნებულია საქართველოს მშვიდობიანი აწმყო. სწორედ თქვენს პროფესიონალიზმსა და ერთგულებაზე დგას ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი