ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია – საპროტესტო აქცია გრძელდება

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება. მოქალაქეები შეკრებილები არიან უშუალოდ, პარლამენტის წინ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
პროტესტის მონაწილეებმა დღეს რამდენიმე პერფორმანსი გააკეთეს. მოქალაქეებმა პარლამენტის წინ დამონტაჟებულ ნაძვის ხეზე გასულ დღეებში დაშავებული და ნაცემი აქციის მონაწილეების ფოტოები ჩამოკიდეს. ასევე, გააკრეს საპროტესო პლაკატები და ბანერები, სადაც მათი მოთხოვნებია ჩამოთვლილი.
ამასთან, პროტესტის მონაწილეებმა დემონსტრაციულად მოიტანეს და დაწვეს კუბო, სადაც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ს ფიტული იდო.
დღევანდელ აქციაზე უშუალოდ, საკანონმდებლო ორგანოსთან სამართალდამცავების მობილიზება არ ყოფილა, თუმცა, აქციის დაწყებიდან რამდენიმე საათში, თავისუფლების მოედანზე განლაგდა წყლის ჭავლის მანქანები და სპეციალური დანიშნულების რაზმისთვის განკუთვნილი ავტობუსები.
ინფორმაციისთვის, აქციის მონაწილეებმა შეკრება 20:00 საათიდან დაიწყეს და მალევე გადაკეტეს სატრანსპორტო მოძრაობა.
შეგახსენებთ, თბილისსა და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გამოსვლები უკვე მეთორმეტე დღეა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.