ამ დროისთვის არსებული პროექტის მიხედვით, ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას თანხმდება

ევროპული საბჭოს სხდომის დასკვნის ამ დროისთვის არსებული პროექტის მიხედვით, რომელიც ქართულმა მედიასაშუალებებმა, მათ შორის „ინტერპრესნიუსმა“ მოიპოვა, ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას თანხმდება.
„ევროპულმა კომისიამ გადაწყვიტა, რომ საქართველოს კანდიდატის ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს, იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წლის 8 ნოემბრის ევროკომისიის რეკომენდაციით განსაზღვრული შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება“,- ნათქვამია დასკვნის პროექტში.
რაც შეეხება ს და მოლდოვას, ამავე პროექტის თანახმად, ევროპული საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, გახსნას გაწევრიანების მოლაპარაკებები აღნიშნულ ორ ქვეყანასთან.
„ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა, გახსნას გაწევრიანების მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან. ევროპული საბჭო იწვევს საბჭოს მიიღოს მოლაპარაკების ჩარჩო, იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წლის 8 ნოემბრის ევროკომისიის რეკომენდაციით განსაზღვრული შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება“,- ნათქვამია დასკვნის პროექტში.
აღსანიშნავია, რომ „ინტერპრესნიუსის“ ხელთ არსებული ევროპული საბჭოს სხდომის დასკვნის პროექტი 13 დეკემბრით თარიღდება და საბოლოო არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა შეიცვალოს.