“ამ დანაშაულს “ოცნება” მხოლოდ გახარიას ვერ “შეტენის” – საბა ბუაძე

პოლიტიკოსი, საბა ბუაძე, 20–21 ივნისზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება:
“როგორ ძალიანაც არ უნდა ცდილობს ახლა “ქართული ოცნება, რომ პასუხისმგებლობა სტრასბურგის მეირ დადასტურებულ დანაშაულზე შეტენოს მხოლოდ გიორგი გახარიას, ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ამ დანაშაულს ჰყავს არაერთი თანამონაწილე და თანამზრახველი. 20 ივნისი იყო გენერალური რეპეტიცია იმ სადისტური სპეცოპერაციის, რომელიც გასული წლის ნოემბრის და დეკემბრის დღეებში მოუწყო. აუცილებელია, იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 20 ივნისთან შედარებით გაცილებით უფრო სასტიკ დარბევაში, დადგება დღე, როდესაც ასეთი მსგავსი და კიდევ უფრო მკაცრი განაჩენები გამოვა, რომლსი აღსრულებასაც ეს ხალხი ვერნაირად ვერ გაექცევა”, – ამბობს საბა ბუაძე.
დიდმა პალატამ 20-21 ივნისს დაზარალებული 26 მოქალაქის საქმეზე ერთხმად დაადგინა, რომ ყველა განმცხადებლის მიმართ დაირღვა წამების აკრძალვის მუხლის პროცედურული ნაწილი, ასევე გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი: უნგრეთში დიდი სკანდალია. “არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის ცენტრში” ბავშვებზე ძალადობდნენ, მათ შორის სექსუალურად. ასეთი “ცენტრების” გახსნას აპირებს “ქართული ოცნება”

ბექა კობახიძე: ეთნოგრაფიული საბჭოთა საქართველო კიდევ ცოცხალია, თავისი მეცნიერებათა აკადემიით, პარაზიტი მუქთახორებით, სადღეგრძელოების მსმელი ბიუჯეტის ქურდებით. ჟანრის კანონი მოითხოვს, ადრე თუ გვიან, კირიენკოც გამოჩნდეს