ამ გადამწყვეტ მომენტში ევროპული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – პრეზიდენტი

ამ გადამწყვეტ მომენტში ევროპული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი პლატფორმა X-ზე წერს.
ზურაბიშვილის თქმით, „ერის სახელით მადლიერება გამოხატა საქართველოს მეგობრის, შარლ მიშელის მიმართ, რომელიც ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს მტკიცედ უჭერს მხარს”.
„ამ გადამწყვეტ მომენტში ევროპული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – მორალური მხარდაჭერა და დამკვირვებლები არჩევნებზე ქართველ ხალხს გააძლიერებს მაშინ, როცა ევროპული მომავლის მიმართ ჩვენს ერთგულებას ვადასტურებთ”, – წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.
ინფორმაციისთვის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც დაესწრო დოკუმენტური ფილმის ჩვენებას: „ბუჩამდე იყო “. ასევე, პრეზიდენტი გერმანიას სტუმრობდა, სადაც პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა, გუშინ კი პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან გამართა შეხვედრა.
ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ