“ამ ბრიყვებს კი ჰგონიათ, პროპაგანდის ძლიერ საშუალებას მიაგნეს” – გოცირიძე “აკაცუკებზე”

ამ ოროსნებმა ოპოზიციის დასახასიათებლად იაპონური მულტფილმიდან აღებული სიტყვის, აკაცუკის გამოყენება დაიწყეს. თურმე “ნარუტოს” რომელიღაც სერიაში “აკაცუკები” რაღაც ბანდაა, გლობალური ომის პარტია, რომელსაც სამყაროს დაპყრობა და მესამე მსოფლიო ომის დაწყება სურს.
რა არის ეს აკაცუკი მეთქი, დავგუგლე და გამიკვირდა, რომ არ ვიცოდი, რადგან ხშირად მესმოდა ეს მულტფილმი სახლში. თვალი კი მომიკრავს, მაგრამ არ მინახავს, სიმართლე გითხრათ. ნარუტოზე ჩემი შვილი გიჟდებოდა ასე 7-10 წლის ასაკში. იმდენად იყო გადავარდნილი ამ სამყაროში, რომ საკუთარი დამწერლობაც კი შექმნა, იაპონურ იეროგლიფებთან მიმსგავსებული. იაპონურის შესწავლაც კი მოინდომა, მასწავლებელთანაც კი დაგვყავდა, მაგრამ ეს ინტერესი რამდენიმე თვეში გაუქრა. ამ ბრიყვებს კი ჰგონიათ, რომ მთელი საქართველოს ზრდასრულმა მოსახლეობამ იცის ამ აკაცუკების თუ ციკნების შესახებ და პროპაგანდის ძლიერ საშუალებას მიაგნეს. დღეს დილით კალაძემაც თქვე აკაცუკებოო, მიმართა ოპოზიციას. ეტყობა, ასე დაარიგეს პარტიაში. მაგარი რაღაც ჰგონიათ. როგორც ჩანს, სწორად ვერ დაიმახსოვრა ეს სიტყვა და სულ აკაცუკლებიო იძახა. აკაცუკების რა მოგახსენოთ, მაგრამ ესენი რომ ნამდვილი ოოცუციკები არიან, ამაში ბევრი დამეთანხმება.
წავიდნენ და ეძებონ ახლა გუგლში. ესეც იაპონური ანიმედანაა, ამოიცნობენ საკუთარ თავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – ახალაიას დაკავების მიზეზია, დღის წესრიგში არ იყოს ლილუაშვილის საქმე, რომ წლები ივანიშვილის გუნდი „დიფსთეითის“ აგენტებისგან შემდგარი ან კორუმპირებული ყოფილა, ეს არის თემის გადაფარვა – ლილუაშვილს ახლა ალბათ „ნაცად“ ასაღებენ

სუს – 4 ოქტომბრის მოვლენების ბრალდებულ ორგანიზატორებსა და ანი ნადარეიშვილის აიპი მისამართებს შორის ფიქსირდება 343 ინტერნეტსესია – ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე