,, ამ ბოროტმოქმედებმა გადაწყვიტეს რომ მწყობრიდან გამოეყვანათ ადამიანები” – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი:
,,რატომ შეიძლებოდა გამოეყენებინათ ქოცებს ქიმიური ნივთიერება: ბოლო წლებში არაერთ აქციას ვესწრებოდი, რომელიც ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლით დაარბიეს. განსაკუთრებით რუსული კანონის შემოტანის შემდეგ, როცა აქტიურად ჩაერთო პროტესტში ახალგაზრდობა, ამ საშუალებებით აქციების დაშლა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. მე თვითონ ვყოფილვარ ღამის 4-5 საათამდე აქციებზე, როცა გაფანტავდნენ ხალხს ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლით, ისინი მიმდებარე ქუჩებზე ადიოდნენ/ჩადიოდნენ და ცოტა ხანში ისევ ბრუნდებოდნენ რუსთაველზე, ვითომც არაფერი. მახსოვს ერთხელ ვითომ აკუსტიკური იარაღიც გამოიყენეს, და მაგრად დაიცინნენ. ხალხი უბრალოდ ძირს დაჯდა, სადაც საერთოდ არ გაწუხებდა იმ “იარაღის“ წრიპინი. ამ ბოროტმოქმედებმა გადაწყვიტეს რომ მწყობრიდან გამოეყვანათ ადამიანები, სერიოზული დაზიანება მიეყენებინათ, რომ იქიდან წასვლის გარდა სხვა გზა აღარ ქონოდათ, იმიტომ რომ ცუდად ხდებოდნენ. ეს იყო მიზანმიმართული, გაცნობიერებული ქმედება, იმიტომ რომ ვეღარ ქაჩავდა ამათი სპეცრაზმი ამდენი ათასი ადამიანის პირისპირ, რომელიც არ იშლებოდა და ფეხებზე ეკიდა ამათი ჩვეულებრივი ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.“