“ამ ბიჭის პრობლემა ფსიქოლოგიურია, ცდილობს, ყველას აჩვენოს, რომ…” – რას აცხადებს “ნაპოლის” ყოფილი მოთამაშე კვარაცხელიაზე?

“ნაპოლის” ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანი იმპროტამ Punto Nuovo-სთან ინტერვიუში “მილანისა” და “პარტენოპეის” (1:0) მატჩი შეაფასა და ს შესახებაც ისაუბრა.
იმპროტას თქმით, ქართველ გარემარბს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.
“კვარაცხელიას დახმარება და დაცვა სჭირდება. ზოგჯერ ზედმეტად ბევრს ინდომებს, ხანდახან კი დაბნეულია. რა არის ხვიჩას მთავარი პრობლემა? – კონტრაქტი. მას ამის გამო ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, თითქოს მოედანზე ცდილობს, ყველას დაუმტკიცოს, რომ გარკვეული სახის კომპენსაციას იმსახურებს. ვფიქრობ, ეს ქართველის თამაშზე აისახება”, – განაცხადა იმპროტამ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 30
მატჩი გამართა, თავი კი 6 გატანილი გოლითა და 5 საგოლე პასით გამოიჩინა. “პარტენოპეი” 35 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.
მართალია იგივე ლეაო, რომ ავღოთ, როც მომენტს მაზავს ან ბურთს კარგავს, იკიდებს გაღმებული სახით და ახალ შანსს ე;ლოდება, კვარა კი საშინლად განიცდის თითოეულ დაკარგულ ბურთს რაც არ შეიძლება.