ამ აღიარებით, იმაზე დიდი სიბინძურე გამოვიდა სააშკარაოზე, ვიდრე წარმოგვედგინა

“ხალხის ძალის” წევრი, , ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებას აფასებს, სადაც ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი სთან სატელეფონო საუბრისას გაჟღერებულ მუქარას განმარტავს.
ქადაგიძის თქმით, ვარჰეის ამ აღიარებით, იმაზე დიდი სიბინძურე გამოვიდა სააშკარაოზე, ვიდრე საზოგადოებას წარმოედგინა, ვინაიდან დასავლელი აქტორების მიერ გაღვივებულმა რადიკალიზმმა, შესაძლოა, ზე თავდასხმა გამოიწვიოს.
“და ამ აღიარებით, ვითომ თავი დაიძვრინა?! ანუ რა გამოდის, რომ ტერორისტული აქტი მოიყვანა იმის მაგალითად, რომ პოლარიზაცია, რომელიც რადიკალებმა გაამწვავეს და უფრო მეტი ნავთი, დასავლელმა აქტორებმა აპკურეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნდა მიიღოს ფაქტად, რომ ვინმემ თავდასხმა თუ მოუწყო, საქართველოს ხელისუფლების ბრალი იქნება?! თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ, ალოოო?!
ამ აღიარებით, იმაზე დიდი სიბინძურე გამოვიდა სააშკარაოზე, ვიდრე წარმოგვედგინა. მეტი მუქარა რაღა უნდა იყოს, მათი გაღვივებული რადიკალიზმი თუ პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას გამოიწვევს?!” – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

საქმე გვაქვს, ოპოზიციის წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციასთან, დღეს ცესკო ადამიანებს პროფესიული ნიშნით ირჩევს, ნეიტრალიტეტი კი თითოეულ მათგანს მოეთხოვება, მათ შორის, კომისიაში ოპოზიციის კვოტით მყოფ ადამიანებს