“ამ არაკაცმა სასიკვდილოდ სცემა ყოფილი ცოლი… შსს, საჯაროდ მოგიწოდებთ, ხვალ შეიძლება კიდევ ერთი ქმრისგან მოკლული დედა-შვილი ჰყავდეს ქვეყანას” – ნათია გაბრავა
სამოქალაქო აქტივისტი, ნათია გაბრავა:
‼️‼️‼️ არ ვიცი რამდენ რამეზე უნდა ვიფიქრო ერთდროულად, მაგრამ საკუთარი ოჯახის წევრზე თუ არ ვიზრუნე ამ დროს, სხვას რას აქვს აზრი. გუშინ დაახლოებით 18:30-ზე, ჩემი დეიდაშვილი მიდიოდა დაბადების დღეზე, ყოფილი ქმრისთვის უნდა გაეტანებინა ბავშვი. ამ არაკაცმა სადარბაზოში სიკვდილამდე სცემა ჩემი დეიდაშვილი, გადააბიჯა და იქ დაგდებული დატოვა. შვილმა დარეკა პოლიციაში და სასწრაფოში, ეს არაკაცი ბავშვსაც ემუქრებოდა ”მე ამით არაფერი მომივა და შენ ნახე რასაც გიზამ”-ო,
რისი ჩანაწერიც არსებობს. ჩემი დეიდაშვილი გადაყვანილია ბოკერიას კლინიკაში- მოტეხილი აქვს ცხვირი, ჩაქცევები აქვს თავზე, ჩალურჯებები სხეულზე. მთავარი ამბავი ამაში, არის ის რომ ამ არაკაცს მფარველობს ერთ-ერთი პოლიციის განყოფილების თანამშრომელი, რომელიც არის ამის დის ქმარი (სიძე). უამრავი შარიდან გამოაძვრინა და ახლაც იმედი აქვთ, რომ ის გადაარჩენს. შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia – საჯაროდ მოგიწოდებთ, პასუხისმეგბლობით მოეკიდოთ ამ ამბავს, რადგან ხვალ შეიძლება კიდევ ერთი ქმრისგან მოკლული დედა-შვილი ჰყავდეს ქვეყანას. გვჭირდება ადვოკატი, რომელიც ამ საქმეს აიღებს და ბოლომდე მიყვება. ასევე, მნიშვნელოვანია მედიებმა მიაქციონ ყურადღება, ადამიანს რამე რომ დაემართება მერე ვიშ-ვიშს აღარ აქვს ფასი.