“ამ ამბავს ორი თვითმხილველი ყავს“ – ლალი მოროშკინა საიდუმლო მოლაპარაკებების დეტალებს ყვება

ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს, რომ ზაფხულში ევროპიდან წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია.

“სიმართლის თქმის დროა!!!!ზაფხულში ევროპიდან წარმომადგენლობითი დელეგაცია მეწვია.საუბარი მხოლოდ ერთ თემას შეეხო-როდესაც კრიტიკული მომენტი დადგებოდა, მე მომიტინგეებთან უნდა გავსულიყავი “რეჟიმი” და პირადად დამეგმო( ამ ამბავს ორი თვითმხილველი ყავს ამიტომ ნებისმიერ ადგილას შემიძლია ჩემი სიმართლე დავამტკიცო)მე გამეცინა და ეს გადაბირების მცდელობა არასერიოზულად მივიჩნიე.-კარგით რა, რა მიტინგები, რის ქუჩების გადაკეტვა?

ეს უკვე იყო…-არა! ეს მალე დაიწყება და შენ უნდა ჩაუდგე სათავეში ქუჩის მომიტინგეებს!აქ ჩნდება ლეგიტიმური კითხვა;-როგირ გამიბედეს ამდენი?გეტყვით!ჩემი უახლოესი ადამიანი მომიგზავნეს!!!!მეტს ვერაფერს ვიტყვი .

ვაგრძლებ;გეგმა იყო ასეთი,დან ერთი თვის თავზემე ვდგებოდი ქუჩაში. “ვამხელდი რეჟიმს” , ვაცხადებდი შიმშილობას და მივმართავდი სტრასბურგს , რადგან 2014წელს ერთი დიდი საქმე მოგებული მქონდა და ეს ჩემს “მომლაპარაკებლებს” ძალიან კარგად ახსოვდათ!მეორე მოთხოვნა იყო პროკურატურა “მემხილებინა”,მე უნდა მეთქვა, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე, სადაც “ოქროს მოწმე” ვარ, შანტაჟით და დაშინებით მათქმევინეს, რომ სასჯელაღსრულების სისტემიდან მერაბიშვილი გაყვანილი არ ყოფილა და საქმის ახალი გარემოების თანახმად ყველაფერი თავიდან ატრიალდებოდა!ეს საქმეც თავის დროზე სტრასბურგში ჩემი ჩვენების შესაბამისად მოვიგეთ, ცხადია სტრასბურგისთვის მე დამაჯერებელი ფიგურანტი ვარ.

ჩემს შეკითხვაზე ხომ იცით, რომ ვერტიკალის ჩამოშლას ომი მოყვება,პასუხი იყო:-სამაგიეროდშენი სასტუმრო ბანკის ყადაღიდან მოიხსნება, ეგრევე გაყიდი, სამმაგს დაგიმატებთ და იალა ევროპაში!შვილებსაც მიეხედებათ….( სულ რაღაც მილიონი დოლარი იყო ჩემი ღალატის ფასი)ფიცი არ მჭირდება იმის სათქმელად რა ჩავიდინე ამ სიტყვების მერე, რადგან ორი მოწმე მყავს, რომლებიც უნებურად აღმოჩნდნენ ამ ინციდენტის მომსწრე.მინიმუმ ჩემგან ყვირილით ნათქვამი ფრაზა :-თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ?

არასოდეს გაბედოთ ჩემთან ამაზე საუბარი!ძალიან მკაფიოდ გაიგეს და მკითხეს, დახმარება ხომ არ მჭირდება.ის ჩემი უახლოესი ადამიანი ცხადია მარადისობას ჩაბარდა ჩემთვის ..შემდგომ აქციებზე საქართველოდანაც და ევროპიდანაც ვიცანი ჩემი რამოდენიმე მეგობარი, რომლებსაც ანაზდად ვალებიც გადაუფარეს და აქ ისეთებს წერენ, აი ზუსტად რომ იცი, რომ ასე არ აზროვნებს,მაგრამ 30 ვერცხლი უბრჭყვიალებთ უბიდან…( ხო, მათი ღალატის ექვივალენთი ჩემსავით მსუყე არ იყო , მხოლოდ სამნიშნათი შემოიფარგლა )მოკლედ ეს უნდა მეთქვა!

ყველა გაშიფრულია,საიდან და რა ხერხებით ხდებოდა გადაბირება გამოაშკარავებულია(სუსმა იცის)ყველა გამყიდველი მკაცრად დაისჯება, მე გაძლევთ სიტყვას!გვტეხეს გვტეხეს ვერ გაგვტეხეს!სიკეთე და მშვიდობა ჩემო საქართველო!”- წერს ლალი მოროშკინა.

ასევე დაგაინტერესებთ

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა არის ყველა შესაბამისი პირის ვალდებულება, ვინც არ ითანამშრომლებს, ყველას მიმართ იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი საკანონმდებლო ზომების გატარება

სამხრეთ კავკასიაში რუსეთის და დასავლეთის ურთიერთსაპირისპირო ინტერესებმა რეგიონის გაძლიერების საშუალება არ მოგვცა. დღეს სხვა რეალობაა და ამ შესაძლებლობას საუკეთესოდ იყენებენ საქართველო-აზერბაიჯანის ლიდერები