ამჯერად სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა „აღმოაჩინა ამერიკა” – სერბეთის საპროტესტო მოძრაობას დასავლეთი აფინანსებდაო

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში სერბეთის პრეზიდენტის განცხადებას ახმიანება, რომლის თანახმად სერბეთის საპროტესტო მოძრაობის უკან დასავლეთის ფინანსები იდგა. განცხადება ალექსანდრე ვუჩიჩმა გააკეთა და როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, სერბეთის გარდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც მიიჩნევენ, რომ საპროტესტო აქციების უკან დასავლეთი დგას ნიკარაგუა, ვენესუელა, ყაზახეთი, , მექსიკა, აზერბაიჯანი, სომხეთი და, რა თქმა უნდა, საქართველო დგანან.
„პოლიტიკურმა „პანდემიამ” და გაშიშვლებული პროცესების იდენტობამ მოიცვა მსოფლიო. აქამდე რატომ არჩიეს დუმილი – ამაშია საქმე. „ხალხის ძალას” თავისი პრეცედენტის დაპატენტება რომ შეეძლოს, აუცილებლად გასაკეთებელი საქმე იქნებოდა. ამჯერად სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა „აღმოაჩინა ამერიკა” – სერბეთის საპროტესტო მოძრაობას დასავლეთი აფინანსებდაო. „უკანასკნელი სამი დღე ყურადღებით ვსწავლობდი, რა ოდენობის ფინანსები გაუგზავნეს ჩვენს სხვადასხვა პოლიტიკურ ენჯეო-ებს.
წელსაც და შარშან შემოვიდა რეკორდული თანხა, საუბარია ათობით და ასობით მილიონ ევროზე. ხუმრობით, მე მთავრობის წევრებს შევთავაზე კიდეც ეს თანხები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებად ჩავთვალოთ. მათი ოდენობით ჩვენ მალე რეკორდსმენები აღმოვჩნდებით,” – განაცხადა ვუჩივმა. ნუ, რაც შეეხება რეკორდებს, აქ სერბეთის პრეზიდენტს რიგში მოუწევს ჩადგომა: ნიკარაგუა, ვენესუელა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მექსიკა, აზერბაიჯანი, სომხეთი და ა.შ. და, რა თქმა უნდა, საქართველო, თავისი შესაძლოა სამწუხარო პირველობით…” – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ