ამჯერად მწვრთნელი არ იქნება – ერიკ ტენ ჰაგს ახალი სამსახური აქვს

ცნობილმა ნიდერლანდელმა დამრიგებელმა ერიკ ტენ ჰაგმა ახალი სამსახური იშოვნა, თუმცა ის სამწვრთნელო საქმიანობით აღარ იქნება დაკავებული.
ნიდერლანდურმა “ტვენტემ” გვაუწყა, რომ მომავალი სეზონიდან გუნდის ტექნიკური დირექტორი სწორედ “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი თავკაცი გახდება. 2026/27 წლების სეზონიდან ტენ ჰაგი შეცვლის მოქმედ ტექნიკურ დირექტორ იან შტრაიერს, რომელმაც ცოტა ხნის წინ გამოაცხადა მიმდინარე სეზონის ბოლოს პენსიაზე გასვლის შესახებ.
55 წლის დამრიგებელი ბოლოს გერმანულ “ლევერკუზენს” ედგა სათავეში, საიდანაც სეზონის დასაწყისში სკანდალურად დაითხოვეს.
ის საფეხბურთო კარიერის განმავლობაში არაერთი წლის განმავლობაში “ტვენტეს” ღირსებას იცავდა და ამ გუნდის ფორმით 200-ზე მეტი შეხვედრა აქვს გამართული. მას ენხედურ კლუბში სამწვრთნელო რანგშიც უმუშავია, თუმცა მხოლოდ ახალგაზრდულ გუნდებში ან ასისტენტად.
აფრიკის თასის მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ერიკ ტენ ჰაგი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
პოსტეკოღლუმ შესაძლოა, “ლევერკუზენში” ტენ ჰაგი შეცვალოს
უარი დაბრუნებაზე – ოვერმასმა და ტენ ჰაგმა “აიაქსის” წინადადება უარყვეს
უარი ხავისგან – “ლევერკუზენი” ახალი მწვრთნელის ძიებაშია
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება – ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია