ცნობილი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, “ნაპოლის” “მანჩესტერ იუნაიტედიდან” ახალგაზრდა შემტევის ალეხანდრო გარნაჩოს დამატება სურდა, მაგრამ კლუბები სატრანსფერო ფასზე ვერ შეთანხმდნენ.
წყაროს ცნობით, არგენტინელს პირადად “პარტენოპეის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ესაუბრა და იტალიელ სპეციალისტს საკუთარ რიგებში მისი ხილვა ძალიან სურდა, მაგრამ “ნაპოლიმ” 20 წლის ფეხბურთელში 70 მილიონი ევროს გადახდაზე უარი განაცხადა.
ამასთან დაკავშირებით ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ამხელა თანხა რომ გადავიხადო, ვინ მომცემს გარანტიას, რომ სეზონში 20 გოლს გაიტანს?”, – ციტირებს დე ლაურენტისის სიტყვებს Spazio Napoli
ცნობისთვის,
დიდი ალბათობით, გარნაჩო კარიერას “ჩელსიში” გააგრძელებს, “არისტოკრატები” მზად არიან “იუნაიტედის” მიერ დასახელებული თანხა გადაიხადოს, ტრანსფერის შანსს ზრდის ის გარემოებაც, რომ ალეხანდრომ “ლურჯებში” გადასვლაზე თანხომბა უკვე განაცხადა.