ამსტერდამში ისრაელის საფეხბურთო გუნდის ქომაგებს დაესხნენ თავს

ამსტერდამში ს კლუბ „თელ-ავივის მაკაბისა“ და ნიდერლანდის „აიაქსს“ შორის გამართული ევროპის ლიგის საფეხბურთო მატჩის შემდეგ, ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ ისრაელის გულშემატკივრებს. ზოგ თავდამსხმელს პალესტინის დროშები ეჭირა და ისმოდა პალესტინის მხარდამჭერი შეძახილები. თავდამსხმელებმა იმ სასტუმროში შეჭრაც სცადეს, სადაც ისრაელელები იმყოფებოდნენ.
პირველადი მონაცემებით, დაშავდა ისრაელის გუნდის რამდენიმე ქომაგი.
როგორც ისრაელის მედია წერს, მატჩის დაწყებამდე ისრაელის გუნდის გულშემატკივრებმა ქუჩაში გამოფენილი პალესტინის დროშა ჩამოხიეს. თამაშის შემდეგ ქომაგებს თავს დაესხნენ რამდენიმე ქუჩაზე. დაშავებულებს დანით მიყენებული ჭრილობებიც აქვთ.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიდერლანდის ხელისუფლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე განაცხადა, რომ დაშავებულია ათი ადამიანი, კიდევ ორი უგზო-უკვლოდაა დაკარგული.
ნიდერლანდის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ქალაქის ცენტრში ჩხუბის შესახებ მრავალი შეტყობინება მიიღეს, არეულობის შემდეგ დააკავეს 57 ადამიანი.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ ნიდერლანდში ორი თვითმფრინავის გაგზავნის ბრძანება გასცა, ამსტერდამიდან ისრაელის მოქალაქეების სასწრაფოდ წამოსაყვანად. მან ნიდერლანდის ხელისუფლებას სამართალდამრღვევების მიმართ „სწრაფი და გადამწყვეტი მოქმედებისკენ“ მოუწოდა, რათა უზრუნველყონ ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოება.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელის მოქალაქეებს მოუწოდა, არ დატოვონ სასტუმროები.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი: არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა-არმონაწილეობით არაფერი შეიცვლება, გავაგრძელებთ როგორც თბილისის, ასევე, რეგიონების გაძლიერებას და ხალხის ნდობით დამაჯერებლად გავიმარჯვებთ

კახა კალაძე – ნიკა მელია დაჭერილი კაცია და არ მინდა, რაღაც ისე გამომივიდეს დაკავებულ ადამიანზე – მისი საქციელი და ქმედებები არაადეკვატურია, ის იმ რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენელია, რომელიც გარედან იმართება

ლევან სანიკიძე – მე საერთოდ არ ვიმსჯელებ ამ იდიოტიზმზე, რაც მხოლოდ თბილისში არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან არის დაკავშირებული – ჩვენი მიზანი არის ივანიშვილს წავართვათ საქართველო და არა თბილისი

ლევან ხაბეიშვილი – დიდი სიამოვნებით მივიდოდი „კომისიაზე“ და თავს მოვაჭამდი წულუკიანს, რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს, გიორგი გახარია გარიგდა ივანიშვილთან იმის სანაცვლოდ, რომ თავისუფლად იაროს – არ მინდა დავუშვა, რომ „ლელოც“ გარიგდება