ამსტერდამში, ჰოლოკოსტის მუზეუმის გახსნის ცერემონიაზე ისრაელის პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი გამოვიდა მშვიდობისთვის ლოცვის და აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის მხრიდან მძევლად წაყვანილი ადამიანების დაუყოვნებელი გათავისუფლების მოწოდებებით.
ჰერცოგი პორტუგალიურ სინაგოგაში მივიდა, სადაც მას დახვდა საპროტესტო დემონსტრაცია, რომლის მონაწილეებიც მოითხოვდნენ ისრაელის მხრიდან ღაზაში ომის დაუყოვნებელ დასრულებას.
“მსოფლიოს გარშემო ყვავის სიძულვილი და ანტისემიტიზმი და ჩვენ ამას ერთად უნდა ვებრძოლოთ” – თქვა ჰერცოგმა თავის გამოსვლაში.
ღაზაში ომს ბიძგი მისცა 7 ოქტომბერს აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის შეტევამ ისრაელზე – რასაც, ისრაელის მონაცემებით, ემსხვერპლა სულ მცირე 1200 ადამიანი.
ისრაელის მხრიდან საპასუხო ომს, ჰამასის მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დრომდე შეეწირა 31 000-ზე მეტი პალესტინელი. ღაზის დიდი ნაწილი ნანგრევებადაა ქცეული, რეგიონში ღრმავდება შიმშილი.