ამსტერდამის აეროპორტში თვითმფრინავის ძრავამ ადამიანი ჩაითრია

ამსტერდამის შიფჰოლის აეროპორტში KLM Cityhopper-ის თვითმფრინავის ძრავამ ადამიანი ჩაითრია. ის დაიღუპა.

KLM Royal Dutch Airlines-მა განაცხადა, რომ რეისი დანიის ქალაქ ბილუნდში მიფრინავდა. დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა ადამიანი “მოძრავი თვითმფრინავის ძრავში”, ამ ეტაპზე უცნობია. ასევე უცნობია გარდაცვლილის ვინაობა.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი იძიებენ, თუ რამ გამოიწვია ინციდენტი და უფრო მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება საჯარო.

შიფჰოლის მესამე ყველაზე დატვირთული აეროპორტია ევროპაში.