ამსტერდამის აეროპორტმა დიდთოვლობის გამო ფრენები გააუქმა

3 დეკემებრს მოულოდნელი დიდთოვლობის გამო ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტმა ასობით შიდა და გარე ფრენა გააუქმა.
სხიპჰოლის ვებსაიტის მიხედვით, დაახლოებით 150 ფრენა გაუქმდა. აეროპორტის მთავარმა მომხმარებელმა, ნიდერლანდურმა ავიახაზმა KLM-მა, თქვა, რომ საღამოსა და შუადღის 65 ფრენა მოხსნა.
ამასთან, დიდთოვლობა სხვა რეგიონებსაც შეეხო, მათ შორის რუსეთსაც. უხვი ნალექის გამო მოსკოვის აეროპორტებში 35 რეისი გადაიდო, ხოლო 11 გაუქმდა.
უამინდობაა ასევე მოლდოვაში. დიდთოვლობის გამო დაიხურა -მოლდოვის ორი სასაზღვრო პუნქტი, დაკეტილია 11 ტრასა, სამაშველო სამსახურში შესულია 180-ზე მეტი გამოძახება.
30 ნოემბერს ძლიერი თოვლის გამო მიუნხენის აეროპორტმაც ფრენები შუადღემდე შეაჩერა.