ამპარტავნული, ქედმაღალი დამოკიდებულება, არ ტოვებდა მათი ვინმესთან გაერთიანების სივრცეს – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გიგა ბოკერიას და თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ ევროპული საქართველოს დატოვებას ეხმაურება და წერს:
პრინციპში, ევროპულ საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ამ პარტიას მისცა შანსი დარჩეს პოლიტიკაში. ის ამპარტავნული, ქედმაღალი დამოკიდებულება, რასაც ამ პარტიის აწ უკვე წასული სახეები ავლენდნენ, არ ტოვებდა მათი ვინმესთან გაერთიანების სივრცეს. პარტიის ცალკე მონაწილეობა არჩევნებში კი არა მხოლოდ ამ პარტიას ხდიდა მაღალი ალბათობით უპერსპექტივოს, არამედ აჩენდა სერიოზული ნაშთის გაჩენის შესაძლებლობას, რაც ხელისუფლების ინტერესში იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე ნიკოლოზი – შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ – წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანია საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, არის განკურნების, სასწაულების მოხდენის შემთხვევები