ამოღებულია 7 მილიონი დოლარი, ძვირფასი ნივთები, ნახატები… – სუსი ღარიბაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების სახლების ჩხრეკაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შაბათს საგანგებო ბრიფინგზე გაავრცელა საქართველოს ყოფილი პრემიერის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების ჩხრეკის დამატებითი დეტალები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 17 ოქტომბერს, დილის 10 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიჩხრიკა ს, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, სანდრო ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების 24 ბინა და საცხოვრებელი სახლები. ოპერაციაში 230-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
სუსის ცნობით, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირად ღირებული ნახატები, ათასობით გვერდი დოკუმენტაცია, 50 მობილური ტელეფონი და 119 ელექტრომოწყობილობა.
ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ამჟამად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლები შეისწავლიან ამ დოკუმენტაციასა და ელექტრომოწყობილობებზე არსებულ ინფორმაციას და ადგენენ ამოღებული ნაღდი რეალური წარმომავლობას.
ინფორმაციის დამუშავების შემდეგ დაიგეგმება შემდგომი საგამოძიებო-ოპერატიული მოქმედებები და სამართლებრივი რეაგირება შესაბამის პირთა მიმართ – აცხადებს სუსი.
ყოფილი მაღალჩინოსნების (ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის) დაკავების შემდეგ მედია მუდმივად სვამდა კითხვებს, მიდიოდა თუ არა კვალი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და სუსის ყოფილ ხელმძღვანელთან, გრიგოლ ლილუაშვილთან. ამაზე „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი პასუხს არ სცემდა.