“ამოღებულია 250 კგ. ყველი და 192 ქილა მაწონი” – სურსათის სააგენტომ ქობულეთში რძის საწარმო დააჯარიმა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქობულეთში რძის გადამამუშავებელი არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინეს. უწყების ცნობით, გარდა იმისა, რომ საწარმო ეკონომიკურ საქმიანიბათა რეესტრი არ იყო რეგისტრირებული, ის პროდუქტს სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით აწარმოებდა.
“ინსპექტირებისას დადგინდა, რომ მეწარმე რძის გადამუშავებასა და სურსათის წარმოებას (ყველი, შებოლილი სულგუნი, მაწონი) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და უვნებლობის სტანდარტების დარღვევით ახორციელებდა. ამოღებული და დალუქულია 250 კგ ყველი და 192 ქილა მაწონი. კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმე დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული საწარმო ქობულეთში, კლდიაშვილის ქუჩის #18-ში მდებარეობს.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ რძის გადამამუშავებელი საწარმოებების კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინაროებს. უწყების ინფორმაციით, მხოლოდ 2025 წელს, შემოწმდა 3 575 რძისა და რძის მწარმოებელი ბიზნესოპერატორებთან, საიდანაც 31 არარეგისტრირებული იყო.