ამოღებულია 207 ძირი კანაფი და გამომშრალი მარიხუანა- -მ 2 პირი დააკავა

ნარკოდანაშაულის ბრალდებითთ ორიი პირია დააკავეს. ეჭვმიტანილების წინაღდეგ მთავარი მტკიცებულება კანონ საწინააღმდეგო ნივთიერებებია, რომელსაც -მ საცხოვრებელი სახლების ეზოებში მიაგნო.
უწყების ცნობით, ამოღებულია 207 ძირი კანაფი და გამომშრალი მარიხუანა. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის, ზესტაფონის და სამტრედიის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვა-მოყვანის ბრალდებით დაკავებული არიან 1975 წელს დაბადებული თ.კ. და 1970 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ლ.გ. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ეზოსა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას, 207 ძირი ნარკოტკიული ნივთიერების შემცველი მცენარე კანაფი და გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლის მე-3 “ა” ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის პირველი და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უცნობია, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა თუ არა – შეუფერებლად მიმაჩნია, როცა სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს ხარ, მსგავსი წინდაუხედავი რაღაც გააკეთო

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანისა და იორდანიის 31 მოქალაქე დააკავა – დაკავებულთაგან 13 პირი მკვლელობის, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა