“ამოღებულია 2.5 კგ-მდე გამომშრალი მარიხუანა და იარაღი” – პოლიციამ მარნეულში პირი დააკავა

მარნეულში ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე შენობა-ნაგებობების ჩხრეკის შედეგად 2,5 კილომდე ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“ ამოიღეს. ჯ-კ.-ს საცხოვრებელი სახლიდან კი ასევე ამოღებულია არარეგისტრირებული სანადირო თოფი და ცეცხლსასროლი პისტოლეტი.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით – 2 პირი: 1968 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ჯ.კ. და 1977 წელს დაბადებული რ.ხ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე შენობა-ნაგებობების ჩხრეკის შედეგად 2,5 კილომდე ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“ ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯ-კ.-ს საცხოვრებელი სახლიდან ასევე ამოღებულია არარეგისტრირებული სანადირო თოფი და ცეცხლსასროლი პისტოლეტი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…