რიჟვაძის ეფექტი და მდინარაძის მორალი — ამ სათაურით მოამზადა სიუჟეტი, ტელეკომპანია ფორმულამ.
“მთელი სახელმწიფო მანქანა ახლა ცდილობს საზოგადოება დააჯეროს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილ მეთაურს, მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს” – ამბობს მედია და აქვეყნებს სისტემის წევრთა კომენტარებს.
ჟურნალისტი იხსენებს მირზა სუბელიანის, სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი ხელმღვანელის, ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულის, საქმეს. მირზა სუბელიანმა ციხიდან ოცნების დანაშაულებებზე ჩანაწერი გაავრცელა, მაშინაც სისტემამ იგი შეურაცხადად გამოაცხადა, რათა ამ გზით გაუფასურებულიყო მისი ჩანაწერი.
მომხდარიდან 2 თვის თავზე მთავარი კითხვები რიჟვაძის საქმეში პასუხგაუცემელია. თორნიკე რიჟვაძე კი ამ დრომდე, დაკითხულიც კი არაა.
ლევან ხაბეიშვილის მტკიცებით, თორნიკე რიჟვაძე კარგადაა, გადაადგილდება სტამბულში თავისუფლად, საუზმობს კაფეში და ა.შ,
“ბიძინას ენაზე რომ ვთქვა, ვერ შეკერეს თორნიკე რიჟვაძე – რომ თქვან 10 კაცი იყო, რომ გამოვიდეს რიჟვაძე და თქვას, 15 კაცი იყო? რომ თქვან, რომ თავად ისროლა და რიჟვაძემ თქვას, რა მე ვისროლე, თქვენ არ მესროლეთ ზურგიდან? არ იციან რას იტყვის თორნიკე რიჟვაძე, ვერ დალაგდნენ მასთან. სანამ დაკითხავენ, ხომ უნდა დაკერონ, მოდი, ძმაო, არ ახსენო, რომ გეკა იქ იყო, არ ახსენო, რომ მდინარაძე იქ იყო, არ ახსენო, რომ ზურგიდან გესროლეთ, ან, არ ახსენო, რომ ვიღაცას გაუვარდათ. მოდი, ეს ვერსიაა და მოგვიწერე ხელი, 60 დღეა ეკაჩავებიან, ეჩალიშებიან, შეთავაზება მიდის, რომ ვერ “დალაგდნენ” იმიტომ არ არსებობს ოფიციალური ვერსია. მდინარაძე იყო დამლაგებელი, უშულოდ მიმგავნი კრიმინალებთან. მდინარაძეს ებარა ეგ საქმე, პროკურორი რიჟვაძის კაცია, ისევე, როგორც გეკა გელაძე და ცხადია მამუკას აქვს დავალებული, ეს საქმე მოაგვაროს, თუმცა, ისიც ცხადია, ვერ აგვარებს. ამ დრომდე არაა ჩვენება, მოდი, სუსის თანამდებობას მოგცემთ, ცოტა გადაიწიე, ხომ ხედავ, ყველაფერში გაასხი, მამუკა… ეს არის ამოქმედებული ნაღმი ივანიშვილის თავზე, გაწყვეტს ყველა ძარღვს, თუ იტყვის რიჟვაძე იქ რაც მოხდა. სიმართლე ის, რომ იქ იყო გეკა, იქ იყო მამუკა მდინარაძე და რომ სავარაუდოდ, მას ესროლეს. ” – ამბობს ლევან ხაბეიშვილი ფორმულასთან.
