ამომრჩევლის ბაზების გასუფთავება დაიწყეს არჩევნებისთვის!!!!
ორი დღის წინ, იუსტიციის სახლიდან დამირეკეს. დედაჩემის პირადი მონაცემები მითხრეს და პრეტენზიული ტონით მკითხეს- 2013 წლიდან, ახალი პირადობით რატომ არ სარგებლობდა? – 2007 წელს გარდაიცვალა და როგორ უნდა გამოეცვალა პირადობა? – არსად რომ არ ფიქსირდება რომ გარდაცვლილია?- არ ჩერდება იქიდან და 18 წლის წინ გარდაცვლილზე, მირჩევს საქმეს. – 2007 წელს,ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. ავიღე გარდაცვალების მოწმობა რესპუბლიკურში.ისე ვინ დამასაფლავებინებდა? მერე თვის ბოლომდე ჩავხსენი საპენსიო აღრიცხვიდან და ჩავაბარე გარდაცვალების მოწმობის ასლი. ნუ, ადრე ასე იყო. -არქივებში ნახეთ?,- ვეკითხები. – არა. არც უფიქრიათ მოძებნა, პირდაპირ დარეკეს. – გამოითხოვეთ არქივებიდან მონაცემები? – არა. – ანუ, 18 წელი მის პენსიას მე ვიღებდი- მეთქი? ამას მეუბნებით, სერიოზულად- თქო? ქვა რომ დახვდა აქეთა მხრიდან, ბოლოს მითხრა- სახლში მოვა კურიერი, მოგიტანთ განცხადებას, ორ მოწმეს დაამოწმებინეთ, რომ გარდაცვლილია და მორჩებაო. – ანუ, მე უნდა გიმტკიცოთ, რომ დედაჩემი 18 წლის წინ გარდაცვლილია და ეხლა გაგახსენდათ- მეთქი? 2013 წლიდან ან პენსია არ აუღია, ან სამედიცინო მომსახურება დასჭირვებია? არ უნდა იფიქროთ? -სახლში არ მობრძანდებით,მე თვითონ მოგაკითხავთ- მეთქი. ამათი სიდებილე და არაპროფესიონალიზმი იქით იყოს და ბაზებს რისთვის ასუფთავებენ? ყველაზე მეტად, მათ აწყობთ მკვდარი სულები, არა?
