„ამოიღეს“ ₾750 000-ის უაქციზო სიგარეტი – Marlboro, PARLIAMENT-ი, SOBRANIE და Winston-ი

„ფინანსურმა პოლიციამ“ – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა – 9 დეკემბერს განაცხადა, რომ ის დააკავეს „განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის“ ბრალდებით.
სამსახურის ცნობითვე, გამოძიების პროცესში „ამოიღეს“ ჯამში „93 000 კოლოფი Marlboro-ს, PARLIAMENT-ის, SOBRANIE-ს და Winston-ის დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო ღირებულება 750 000 ლარს აღემატება“.
დაკავებულს 6-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება – დაკავებულის ვინაობა, ტრადიციულად, ჯერ არ დაუსახელებიათ.
საგამოძიებო სამსახური წერს, რომ აგრძელებს „ინტენსიურ მუშაობას დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათზე სამართლებრივი რეაგირების უზრუნველსაყოფად“.
· 2025 წლის სექტემბერში „ფინანსურმა პოლიციამ“ პატიმრობაში მყოფი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ასევე პატიმრობაში მყოფი ვასილ მხეიძე დაადანაშაულა უაქციზო სიგარეტის გამოშვება-შენახვაში;
· მხეიძე 27 ივლისს დააკავეს – ორივე მათგანი ფიგურირებდნენ თავდაცვის სამინისტროდან 1,3 მლნ ლარის გაფლანგვის საქმეში;
· „ფინანსური პოლიციის“ ცნობითვე, ბურჭულაძის ცოლის ძმამ 2023 წელს დააფუძნა კომპანიები და გორში მოაწყო სიგარეტის მწარმოებელი არალეგალური ქარხანა, სადაც წლების განმავლობაში უშვებდა უაქციზო თამბაქოს ნაწარმს.
· რადიო თავისუფლება თავისუფლება დაუკავშირდა საგამოძიებო სამსახურს კითხვით, არის თუ არა კავშირში დღეს გამოქვეყნებული ამბავი მხეიძის მიმდინარე საქმესთან, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური პასუხი არ მიუღია.
ფორუმი