ამოვიცნობთ და სამაგალითოდ დავსჯით ყველას – პუტინი

ამოვიცნობთ და სამაგალითოდ დავსჯით ყველას, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში მომხდარი თავდასხმის შემდეგ გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, ყველა დამნაშავე, ორგანიზატორი და ბრძანების გამცემი დაისჯება.
„ყველა დამნაშავე, ორგანიზატორი და ბრძანების გამცემი გარდაუვალად დაისჯება. ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, ან მათი წინამძღოლები. ამოვიცნობთ და სამაგალითოდ დავსჯით ყველას, ვინც ამ ტერორიზმის უკან დგას, ვინც ეს სასტიკი დარტყმა მიიტანა რუსეთზე, ჩვენს ხალხზე”, – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, ტერაქტის ოთხივე უშუალო მონაწილე, ვინც ისროლა და ხალხი მოკლა, ნაპოვნი და დაკავებულია.
„რაც შეეხება ამ დანაშაულის გამოძიებას და ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგებს, ამ დროისთვის შეიძლება შემდეგი ითქვას. ტერაქტის ოთხივე უშუალო მონაწილე, ვინც ისროლა და ხალხი მოკლა, ნაპოვნი და დაკავებულია. მათ მიმალვა სცადეს და უკრაინისკენ დაიძრნენ, სადაც, წინასწარი მონაცემებით, უკრაინის მხარე მათთვის სახელმწიფო საზღვრის გადასაკვეთად ფანჯარას ამზადებდა. სულ 11 ადამიანია დაკავებული“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა 24 მარტი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 133-მდე გაიზარდა.