“ამოვიღეთ დიდი ოდენობით ფული” – გაჩხრიკეს ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლები

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დღეს დილიდან ჩხრეკა ჩატარდა საქართველოს ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის და ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელი სახლებში.
როგორც მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, ამოღებულია ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და ფული.
სხვადასხვა სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, დღეს, დილის 10:00 საათიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით 22 ლოკაციაზე მასშტაბური ღონისძიებები ჩატარდა. ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მათთან დაკავშირებული 8 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების ჩხრეკა. ამოღებულია ელექტრომოწყობილებები, დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ხსენებულ საქმეებზე ტარდება საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები” – თქვა გვარაკიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…