ამნისტიის პროექტი 2024 წლის პირველ იანვრამდე ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გავრცელდება – რატი ბრეგაძე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, იუსტიციის მინისტრს სამშენებლო ამნისტიის პროექტზე მუშაობა დაავალა. ინიციატივა ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს შეეხება.
ცვლილებაზე მსჯელობისას ითქვა, რომ ამ გადაწყვეტილებით, ერთი მხრივ, მომავალში აღმოიფხვრება უკანონო სახლების მშენებლობის პრაქტიკა, მეორე მხრივ, მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ უნებართვო სახლები სოფელში ან ქალაქში, აღარ იქნებიან ვალდებული, გაიარონ ლეგალიზაციის რთული და ხარჯიანი პროცედურა.
ოფიციალური ინფორმაციითვე ამნისტია მილიონამდე მოქალაქეს შეეხება.
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, კანონპროექტი 2024 წლის პირველ იანვრამდე ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გავრცელდება.
“ჩვენი ხელისუფლება არის ორიენტირებული ადამიანის ღირსებასა და მისგან მომდინარე ყველა უფლებაზე და შესაბამისად, საკუთრების უფლების სრული მასშტაბით უზრუნველსაყოფად და ასევე უკანონო მშენებლობიდან მომდინარე რისკების ერთხელ და სამუდამოდ აღმოსაფხვრელად, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შევიმუშავეთ ამნისტიის პროექტი, რაც წარედგინება საქართველოს პარლამენტს. ის გავრცელდება 2024 წლის პირველ იანვრამდე ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა- ნაგებობაზე, რომელიც არის სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე და ეს შენობა-ნაგებობები უნდა იყოს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები.
ასევე ასეთ საცხოვრებელში მცხოვრებ პირებს აღარ დასჭირდებათ ლეგალიზების კომპლექსური პროცედურის გავლა და მათ აღარ ექნებათ დაჯარიმების ან და დემონტაჟის რისკი. ისინი სრულად ისარგებლებენ საკუთრების უფლებით, რაც კონსტიტუციით გათვალისწინებული საკუთრების უფლების რეალიზების კიდევ ერთი ნათელი დასტური იქნება, ეს იქნება ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უწყობს ხელს საქართველოს ხელისუფლება საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს საკუთარი უფლების რეალიზებაში”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან, რომლის წინაშეც გამოდიან

ილია მეორის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში – ირაკლი ჩიქოვანი

სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა – ფანტაზიის ნაყოფია. მათი მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ