ამნისტია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის უკანონოდ დასაკუთრებისთვის – რას ითვალისწინებს კანონი, რომელიც პარლამენტმა უკვე მიიღო

81 ხმით და მესამე მოსმენით მთავრობის მეთაურის ინიციატივა დეპუტატებმა კანონად აქციეს. პროექტის თანახმად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, პირობითი მსჯავრისგან, სასჯელისგან და აღუსრულებელი ჯარიმისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებსაც 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება მოიპოვეს.
თუმცა, ამნისტია მხოლოდ იმ პირზე გავრცელდება, რომელიც 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებულ ზიანს სრულად აანაზღაურებს. ამავე დროს, პასუხისმგებლობას კანონის თანახმად ვერ გაექცევიან საჯარო მოხელეები, სახელმწიფო საწარმოს თანამშრომლები და ის პირები, ვინც დანაშაულის ჩასადენად სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეს ფაქტი შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია რისკები და როგორი მოთხოვნები შეიძლება დაგვიყენონ ჩვენ მომავალში, საჭიროა პრევენციული ზომების მიღება, უმნიშვნელოვანესი პრევენციული ზომა იყო, სწორედ, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღება

მნიშვნელოვანია, რომ ALDE-ს ჰქონდეს სათანადო პოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ „ლელო“ არის ამ პოლიტიკური გაერთიანების წევრი, ობიექტურობა უნდა გამოარჩევდეს ამ საერთაშორისო პარტიულ ორგანიზაციას