ამნისტია პატიმრებს! – აქცია პარლამენტთან

“ამნისტია პატიმრებს!”, “ჰუმანური მიდგომა აკეთილშობილებს” – პარლამენტთან მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან პატიმრების ოჯახის წევრები არიან შეკრებილი და საყოველთაო ამნისტიას მოითხოვენ.
საპროტესტო აქციაზე დასასწრებად მოქალაქეების ნაწილი რეგიონებიდან ჩამოვიდა.
როცა ბავშვმა იქიდან ეროვნული გამოცდები ჩააბარა და იქიდან სწავლობს, უნივერსიტეტში მოეწყო – ასეთი პატიმრებისთვის, ვფიქრობ, რომ რაღაც უნდა იყოს გამოკვეთილად. თუმცა აქ მარტო ჩემი შვილის გამო არ მოვსულვარ და ჩემი შვილის ამნისტიის მოთხოვნისთვის, ვფიქრობ, რომ სჭირდება საქართველოს მოსახლეობას ეს ამნისტია ¼ ყველა პატიმარს. სხვებისგან ვიცი, რომ 12 წელია არაფერი არ შეხებია ამ პატიმრებს,“ – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
იმისთვის, რომ დაუბრუნდეს ოჯახს, ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს, ეს ადამიანები ძალიან კეთილსინდისიერად იქცევიან, ცდილობს, რომ რაღაცნაირად გავიდეს, ცდილობს, რომ რაღაცნაირად მოაწონოს სისტემას თავი, მაგრამ ადამიანებისთვის არ იქმნება ამ ქვეყანაში არაფერი იმიტომ, რომ ვიღაცას ასე უნდა – ვიღაცას რომ ასე უნდა, როგორც მე გამასამართლეს, როგორც ისინი გაასამართლეს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გაგვასამართლეს ისეთმა მოსამართლეებმა, რომლებიც ეჭვის ქვეშ არიან,” – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
პატიმრების ოჯახის წევრების აქციას ცოტახნის წინ შეუერთდა “გირჩიც”. მ ამნისტირებასთან დაკავშირებით კითხვა დასვა ასევე ბიუროზე, სადაც მიმართა “ქართული ოცნების” დეპუტატებს, რას გეგმავენ ამნისტიასთან დაკავშირებით.
დღეს დისკუსია დაიწყო იმაზე, რომ ვიხილავთ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონს და ამის დრო იპოვა ქართულმა ოცნებამ და იმისთვის, რომ ამნისტიის კანონპროექტი, ნებისმიერი ვერსიით, გნებავთ, თავიანთი ვერსიით შემოტანილი, გნებავთ სხვისი ვერსიით შემოტანილი, ან სხვისი ვერსიით შემოტანილი განიხილოს, დრო ვერ იპოვა, სწორედ ამის გამოა, ეს ხალხი აქ გამოსული, ამას აპროტესტებს და იტხოვს, რომ განიხილონ მათი კანოპროექტი, რომელიც არის პარლამენტის კონსტიტუციური მოვალეობა,” – ამბობს . tvpirveli

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“