“ამიტომ ვარ კარგ ხასიათზე’ – ჩერგოლეიშვილი

“ფედერალისტების” თანადამფუძნებელი, :
თქვენი აზრით, რატომ იხუვლა ხალხმა ქუჩებში ევროინტეგრაციის გასაპროტესტებლად და რატომ არ იბერტყავდა ყურს პარტიების ხვეწნა-მუდარაზე, რომ გაყალბებული გაეპროტესტებინათ? რატომ გაპარტახდა ცვლილების პერსპექტივა 26 ოქტომბრიდან 25 ნოემბრამდე? და რატომ იძრა მიწა 28 ნოემბერს, როცა ევროპულ პერსპექტივას შეეხო რეჟიმი? ამ თემაზე ლაივებში ბევრს ვლაპარაკობ და დავწერ კიდეც. ასე უკეთ მიხვდებით, რომ ახირებული არ ვყოფილვარ, ფაიზაღი ვიყავი. გახსოვთ ტვინი რომ გვქონდა წაღებული და ვამტკიცებდით, რომ ივანიშვილი არჩევნებს აუცილებლად გააყალბებდა და გაყალბებისგან მხოლოდ ორჯერ დიდი ელექტორალური უპირატესობა დაგვიცავდა? გახსოვთ მანტრასავით რომ ვიმეორებდი – აუცილებლად გააყალბებს, და ამიტომ ორით ერთი უნდა მოვიგოთ, გააყალბებს და ამიტომ ორით ერთი უნდა მოვიგოთ, გატყუებთ ყველა ვინც გეუბნებათ, რომ გაყალბებისგან დაგიცავთ, თუ ორით ერთი არ მოვიგეთ… ეს ყველაფერი თუ არ გახსოვთ, იოლად შეხსენებადია იმიტომ რომ არქივი არსებობს. ამას იმიტომ ვამბობდი, რომ ავტორიტარული რეჟიმების ცვლილებას აქვს თავისი წესი. ევროპულ მომავალს მხარს უჭერს ქართველების 80 პროცენტზე მეტი. ოპოზიციას მხარს უჭერს ქართველების ნახევარი და ამის ნახევარზე მეტი ბიძინას წინააღმდეგ უჭერს მხარს – იძულებით აძლევს ხმას. იმისთვის რომ პროცესმა ქუჩაში იხუვლოს, თემა, რის გამოც ხალხი ქუჩაში გამოდის, 80 პროცენტიანი მხარდაჭერით უნდა სარგებლობდეს. იმისათვის, რომ ცვლილებების გამო ხალხმა ქუჩაში იხუვლოს, ცვლილებას მხარს უნდა უჭერდეს ორჯერ მეტი! ორით ერთს უნდა უგებდეს ცვლილება სტატუსკვოს! ამიტომ, აი ამიტომ ვიჭაჭებოდი ს წონის დამატებაზე პროცესში წინასაარჩევნოდ. ამიტომ, აი ამიტომ მინდოდა რომ არჩევანი მაქსიმალურად, რაც შეიძლება მეტად ფართო ყოფილიყო რომ ორჯერ მეტ ამომრჩეველს ეპოვა თავისი თავი, თავისი ხმა და თავისი ინტერესები ცვლილებების პროცესში. ამიტომ, აი ამიტომ ვანგრევდი და ვანგრევ ოპოზიციურ ოლიგარქიას რომელიც თავისუფალი კონკურენციის ხელოვნური შეზღუდვით ბოჭავს არჩევანს და თიშავს ამომრჩეველს პროცესიდან. მოკლედ, აი ამიტომაა საჭირო ინკლუზიური, მაკონსოლიდირებელი პროცესი. და ამიტომ ვხედავ პოტენციალს, რომ ცვლილების მხარდაჭერა 70-80 პროცენტამდე გაიზარდოს იმ ფართო, მაკონსოლიდირებელ პროცესში, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო. ანუ ამიტომ ვარ კარგ ხასიათზე.