პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ–ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი:
არა, გახარია ნამდვილად არ ხარ Kakha Kaladze. სულ კი გინდოდა ყოფილიყავი, მაგრამ მაგისთვის კორუფცია და ჭორაობის სიყვარული უნდა დაგეთმო. არც ერთი გეთმობოდა და არც მეორე. ამიტომ, დარჩი თბილისის კორუმპირებულ და პლუს კაცობაში ჩაჭრილ, ჭორიკანა მერად.
შეგახსენებთ, კახა კალაძე ამბობს, რომ ის მზად არის ნებისმიერ დროს ჩაიტაროს ნარკოლოგიური ტესტირება. განცხადება დედაქალაქის მერმა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის ბრიფინგის საპასუხოდ გააკეთა.
„ნებისმიერ დროს, თუმცა საბა ბუაძესთან დაკავშირებით, მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს. ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად ვიზიარებ ერთ-ერთი პოლიტიკოსის განცხადებას და დამოკიდებულებას საბა ბუაძესთან დაკავშირებით. ნებისმიერ დროს [მზად ვარ], გახარია ხომ არ ვარ გავიქცე და დავიმალო?!“ – განაცხადა კალაძემ.
კალაძეს კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.
ცნობისთვის, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ „სავალდებულო ნარკოშემოწმების წესში ცვლილებების შეტანის ნაცვლად, თავად გაიარონ ნარკოშემოწმება და საზოგადოებას წარუდგინონ შემოწმების შედეგები“. „ვურჩევ დაიწყოს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნით, კახა კალაძით“, – განაცხადა საბა ბუაძემ.