“ამიტომ დავირქვით ეს სახელი” – ევროპული საქართველოდან წამოსული წევრები ახალ პარტიას ქმნიან

ევროპული საქართველოდან წამოსული წევრები ახალ პარტიას ქმნიან, რომელსაც “ფედერალისტები” ერქმევა. პარტიის პრეზენტაცია 15 აგვისტოს გაიმართება.
“ის, რომ ადამიანების, ბავშვების სიცოცხლეს ამ ქვეყანაში ფასი არ აქვს, სისტემური პრობლემაა. მიგვაჩნია რომ ამ პრობლემის გასაღებია ფედერალიზმი. ფედერალიზმი ევროპული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ბუნებრივი წყობაა. ცენტრალიზებული, თავკომბალა სახელმწიფო ს მიერაა თავსმოხვეული და სანამ ამ ძალმომრეობითი სისტემისგან თავს არ დავიხსნით და რადიკალურ დეცენტრალიზაციას არ მოვახდენთ, შინ – ევროპაში, დასავლურ ცივილიზაციაში ვერ დავბრუნდებით. ფედერალიზმი მხოლოდ ტერიტორიული მოწყობა არ არის, ის ძალაუფლების გაწონასწორების და შეკავების საუკეთესო სისტემაა – ასეთ სისტემაში თავს ვერავინ გავა. დეცენტრალიზებულ სისტემაში პოლიტიკოსებს, უმცირეს დონეზეც კი, წონას ანიჭებენ საქართველოს მოქალაქეები, მათი სამსახური სჭირდებათ პოლიტიკოსებს ასარჩევად და არა ბელადებისთვის და ოლიგარქებისთვის მიძღვნილი ქათინაურები. ერთი სიტყვით – ჩვენი ეროვნული და ინდივიდუალური პრობლემების გასაღებია ფედერალიზმი, ასე დავბრუნდებით შინ ევროპაში და ამიტომ დავირქვით”, – აცხადებს ახალი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, .
პირველ აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ევროპულ საქართველოს მისი თავმჯდომარე ტოვებს, მასთან ერთად კი პარტიის წევრების გარკვეული ნაწილიც. პარტიიდან წამოვიდა თამარ ჩერგოლეიშვილიც.
ბოკერიას თქმით, პარტიის შიდა პრაიმერიზმა გუნდში დაპირისპირება გამოიწვია. მისი განმარტებით, პარტიის ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა როგორც პრაიმერიზის შედეგები, ისე მისი, როგორც თავმჯდომარის, პოზიცია პრაიმერიზში მონაწილე გუნდებთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ