ამიტომაც ჰქვია ოპოზიციას და ჯერ კიდევ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უსამშობლო – ლევან ნიკოლეიშვილი

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი პარლამენტის ლეგიტიმაციის შესახებ ოპოზიციის შეფასებებზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომ პარლამენტს არა ოპოზიციის, არამედ ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია სჭირდება.
ლევან ნიკოლეიშვილის თქმით, ამიტომაც ჰქვია ოპოზიციას და ჯერ კიდევ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უსამშობლო, რომ საქართველოსა და მისი მოქალაქეების ნების წინააღმდეგ მიდიან.
მისივე თქმით, ოპოზიცია, რომელსაც უკვე ხალხიც ვერ გამოჰყავს ქუჩაში, ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა არჩევნებში დარღვევების შესახებ, სრულიად გაკოტრებულია, მხოლოდ უცხოეთიდან ელოდება რაიმე სახის ხავსიან მაშველ რგოლს. „ამიტომაც ჰქვია ოპოზიციას და ჯერ კიდევ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უსამშობლო, რომ საქართველოსა და მისი მოქალაქეების ნების წინააღმდეგ მიდიან.
რამდენი ფაქტის გახსენება შეგვიძლია, როგორ დაძრწოდნენ ევროსტრუქტურებში და მუხლებზე დაჩოქილები იხვეწებოდნენ, რომ ჩვენთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მოეცათ, ახლა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითხოვენ, სანქციები იმდენჯერ მოითხოვეს სათვალავი აგერევა კაცს, რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვა, ქვეყნის დაქცევა თუ განადგურების მცდელობა ლამის ჩვეულებრივი ამბავი გახდა, ლგბტ პროპაგანდის მხარდაჭერა, ჩვენი ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და ეკლესიის შეურაცხყოფა, ესეც მათი ხელწერაა. ახლა კი დამდგარან და ამბობენ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემთო, აქაც ხალხის წინააღმდეგ მიდიან საქართველოს.
მოსახლეობის უმრავლესობამ, მილიონზე მეტმა ადამიანმა მხარი დაუჭირა საქართველოში მშვიდობას, სტაბილურობას და ქვეყნის განვითარებას, ამისთვის კი თავიანთ რჩეულებს ხმაც მისცა და შესაბამისად ქვეყნის მართვის ლეგიტიმაციაც. ოპოზიცია, რომელსაც უკვე ხალხიც ვერ გამოჰყავს ქუჩაში, ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა არჩევნებში დარღვევების შესახებ, სრულიად გაკოტრებულია, მხოლოდ უცხოეთიდან ელოდება რაიმე სახის ხავსიან მაშველ რგოლს. შედგა, ახალ პარლამენტს ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია აქვს, ეს ქართველი ხალხის ლეგიტიმაციაა!“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს