ქართველობა არის იდეა! გველეშაპთან მებრძოლი მხედარი არის ჩვენი გერბიც და ჩვენი სალოცავიც და ქრისტიანობამდეც ეგ იდეა გვქონდა, ამიტომ მიიღო მთის ხალხმა უპირველესად წმ. გიორგი და არა სხვა წმინდანი. ქართველობა არაა მხოლოდ ეროვნება, ესაა იდეა. ამიტომაც თოფურიებს შორის ევროპაში დაბადებული ილია ქართველია, თბილისში დაბადებული ქეთა კი რუსი. ამაშია საქმე! ჰოდა, ამ ჭიქით იდეაურად ქართველებს გაუმარჯოს, მიუხედავად მათი წარმომავლობისა და სისხლის ჯგუფისა