ამიტომაა სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობა, რათა გავლენები მოიპოვონ ქართულ მართლმსაჯულებაზე – ზურაბ ქადაგიძე

„სახელმწიფოებში სადაც “ვეტინგს” იყენებენ სასამართლო რეფორმის მთავარ იარაღად, ყველგან სამი მთავარი აქტორია – “სოროსის ფონდი”, “USAID” და შტატების ადგილობრივი საელჩო. სწორედ მათთან კოორდინაციით მუშაობენ “ვეტინგზე” ადგილობრივი პოლიტიკოსები, სპეციალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები“-ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში წერს.
ქადაგიძის თქმით, ალბანეთის მაგალითი მკაფიო სახელმძღვანელოა თუ რა მეთოდებით ხდება სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაცია და შემდეგ რეფორმის სახით, სრულად დაქვემდებარება.
„სახელმწიფოებში სადაც “ვეტინგს” იყენებენ სასამართლო რეფორმის მთავარ იარაღად, ყველგან სამი მთავარი აქტორია – “სოროსის ფონდი”, “USAID” და შტატების ადგილობრივი საელჩო.
სწორედ მათთან კოორდინაციით მუშაობენ “ვეტინგზე” ადგილობრივი პოლიტიკოსები, სპეციალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ალბანეთის მაგალითი, მკაფიო სახელმძღვანელოა თუ რა მეთოდებით ხდება სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაცია და შემდეგ რეფორმის სახით, სრულად დაქვემდებარება.
ასევეა ში, სადაც ხელისუფლებას მკაფიოდ უჭერს მხარს ზემოხსენებული სამივე აქტორი და შესაბამისად, სასამართლოსაც მაქსიმალურად სახელისუფლებო გუნდს უქვემდებარებენ.
განსხვავებულია საქართველოს დღევანდელი მოცემულობა, რადგან არსებული ხელისუფლება , რომელიც ცდილობს სასამართლოს სრულად დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, მიუღებელია საერთაშორისო აქტორებისათვის და სწორედ ამიტომაა, რომ მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობაა სასამართლოსი, რათა გავლენები მოიპოვონ ქართულ მართლმსაჯულებაზე!
დღევანდელი მოცემულობა სპეციალურად ვახსენე, რადგან 1999-2001 წლებსა(როდესაც “USAID” “სოროსის ფონდი” და სხვა საერთაშორისო აქტორები ღიად შემოვიდნენ საქართველოში) და 2003- 2012-ში, სასამართლო ხელისუფლების სრულად კონტროლისას, არც ერთი საერთაშორისო აქტორი პრეტენზიას არ აცხადებდა ტენდენციურ მართლმსაჯულებაზე, რომელიც ნაც-მოძრაობამ შექმნა, რატომ?
იმიტომ, რომ ქართული მართლმსაჯულება ამ პერიოდში, “სოროსის ფონდის”, USAID-ისა” და შტატების ადგილობრივი საელჩოს ხელშეწყობილ რეფორმირებულ ინსტიტუტსა და შესაბამისად, დაქვემდებარებულ სუბიექტს წარმოადგენდა!“-წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ