“ამიტომაა გვარამია და მელია ამ დღეში” – ჩერგოლეიშვილი

როდესაც საჯარო საქმეს იწყებ და შენი საქმის გასაკეთებლად საჯარო მხარდაჭერა გჭირდება, დიდია ცდუნება სხვის წონას მოახტე.
მაგალითად პატრიარქისადმი სიმპატიის ბალიშს დააჯდე და მისი წონით გაიტანო რაღაც. ან მიშას ნორმატიულ გავლენაზე იპარაზიტო. ან ბიძინას წონით გაძვრე (ასეთების სახელი ლეგიონია). გააჩნია რა ამოცანა გაქვს – თუ არ გაქვს ამბიცია რომ შენი გაიტანო ოდესმე, ეს იოლი გზაა. უბრალოდ როცა სხვის წონაზე ზიხარ, ამ წონის მძევალი ხდები. საკმარისია წონის პატრონი დაგეჯახოს, ან დაეჯახო, საპნის ბუშტივით გისკდება. ამიტომაა გვარამია და მელია ამ დღეში. მათ წონა არა საკუთარი იდეებით, არამედ მიშაზე ცოცვით აკრიფეს. ორივემ ჩემზე კარგად იცის მიშა რა უზნეო ხილია – ეგენი უფრო მედგრად იტანდნენ მის უსაქციელობას წინ გაცოცების ხათრით და მეტი აქვთ ნანახი. უკვე ისიც კარგად იციან, რომ მიშა ტვირთია. მაგრამ მიშა რომ ამხილონ და სიმართლე თქვან, ეშინიათ, რომ მათი წონა გაქრება და საკუთარი მათ არ უგროვებიათ. ამიტომ არიან სხვისი წონის მძევლები.
მძევალს ჯერ არაფერი მოუგია.