ამის უკან ლიბერალური ფაშიზმი და გლობალური ძალების აგენტურა დგას

ამის უკან ლიბერალური ფაშიზმი და გლობალური ძალების აგენტურა დგას
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, ოპონენტების ყველაზე ამაზრზენი ბრალდება არის ის, რომ ხელისუფლება საგარეო კურსს იცვლის. როგორც მ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, ეს შეიძლება საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა დაიჯეროს, თუმცა მათი რაოდენობა არ იქნება იმდენი, რომ ამან ს ბედი ოპოზიციის სასარგებლოდ გადაწყვიტოს.
„ეს იქნება მთავარიც ცრუ ბრალდება, ყველაზე ამაზრზენი ამბავი, რომელსაც შეიძლება საქართველო მოსახლეობის რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილი აჰყვეს, თუმცა ეს არ იქნება იმდენად მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ ამან არჩევნების ბედი გადაწყვიტოს. ვიღაც მოქალაქემ ხომ დაწერა 84 ტყვია უნდა მოხვედროდათ ვინც გამჭვირვალობის კანონს მისცა ხმაო – პიარის გავლენით დაუკვეთა სხვა მოქალაქეებს, რომ 84-ვეს კეფაში ტყვია უნდა მოხვედროდათ სიცრუეზე დაყრდნობით, რომ თითქოს ეს რუსული კანონი იყო. ამ ტყუილზე დაყრდნობით ესროლა იმ ადამიანმა ტრამპსაც და საქართველოში ტყუილზე დაყრდნობით უკვეთდა ვიღაცა ჩვენ დახვრეტას. ვიღაცამ მართლა რომ ეს დაიჯეროს და ირწმუნოს, რომ ესენი ტყვიას იმსახურებენ და ვიღაცამ მართლა ტყვია ისროლოს, ამის უკან ლიბერალური ფაშიზმი და გლობალური ძალების აგენტურა არ დგას? ხომ შეიძლება 4 მილიონში ერთი აღმოჩნდეს ისეთი, რომ ამოტრიალებოდა გონება და იმ ახალგაზრდასავით რომელიმე მათგანისთვის ესროლა. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში იყრის თავს იმ დიდ ბოროტებაში, რასაც ახლადდაშლილი ნაცმოძრაობა ჰქვია, მათ რეალურად გლობალური ომის აგენტები ჰქვიათ“, – აღნიშნა მდინარაძემ.
Next: ჩვენ ჩვენი ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ, ეს ის ევროკავშირია საითაც მივისწრაფოდით? – რატომ არ შეიძლება ქართულ საზოგადოებაში დადგეს საკითხი, ავწონოთ, დავწონოთ, რა გვაწყობს ევროკავშირთან ურთიერთობაში

ასევე დაგაინტერესებთ