“ამის გაკეთების საშუალება არ მივეცით” – რა თქვა ჩალჰანოღლუმ კვარაცხელიაზე

“ნაპოლისა” და “ინტერის” (0:3) მატჩის შემდეგ, “ნერაძურის” ნახევარმცველმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ ჟურნალისტებთან “პარტენოპეისთან” დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.
თურქმა ნახევარმცველმა კომენტარი ზეც გააკეთა და განაცხადა, რომ ქართველი ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელია, თუმცა “კვარას” მეტოქესთან ერთი-ერთზე თამაში თითქმის არ უწევდა.
“ნაპოლი” ძალიან ძლიერი მეტოქე იყო, ისინი მაღალის ხარისხის ფეხბურთს თამაშობენ, თუმცა გაჩერებას არ ვაპირებთ, მეტოქეს მაღალი პრესინგში შევთავაზეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.
მეტოქე გუნდს უამრავი ინდივიდუალურად გამორჩეული მოთამაშე ჰყავს, მაგალითად, კვარაცხელია, ოსიმენი, მაგრამ მთელი მატჩის განმავლობაში, არც ერთ მათგანს, ერთი-ერთზე თამაშის საშუალება არ მივეცით”, –
განაცხადა ჩალჰანოღლუმ.
„ნაპოლი“ 24 ქულით მეხუთე ადგილზეა, ლიდერ „ნერაძურის“ უკვე 11 ქულით ჩამორჩა და 8 დეკემბერს ტურინში „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება; 13 დეკემბერს კი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, „ბრაგას“ უმასპინძლებს.