“ამის გაკეთება მაიძულეს” – ლიონელ მესი

ლეგენდარულმა ლიონელ მესიმ Apple Music-ის კორესპონდენტთან ინტერვიუში პსჟ-ში გატარებული წლების შესახებ ისაუბრა.
“ლა პულგას” თქმით, მას პარიზულ კლუბში გადასვლა არ სურდა.
“მაიამის “ინტერში” თამაშით ძალიან ბედნიერი ვარ, აქ ყოფნა ძალიან კარგია, განსაკუთრებით პარიზში გატარებული წლების შემდეგ. იქ გადასვლა ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა, ამის გაკეთება მაიძულეს.
ორი წელი, რომელიც პარიზში გავატარე, უამრავი ცუდი რამ გამოვიარე. ვარჯიშებზეც და თამაშებზეც უბედური ვიყავი, ამასთან გამკლავება მიჭირდა. მაიამიში ყველაფერი სხვაგვარადაა, აქ მე და ჩემი ოჯახი თავს შესანიშნავად ვგრძნობთ”, – განაცხადა მესიმ.
შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, დიდი
ალბათობით, ლეო 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს, ამის შესახებ ინფორმაცია მისმა უახლოესმა მეგობარმა და ყოფილმა ფეხბურთელმა, სერხიო აგუერომ გაავრცელა.
ნეტავ პარიზში რატომ იყო უბედური, მეფე ლიუდოვიკო ჩაგრავდა, კარდინალი რიშელიე?! იქნებ ანნა ავსტრიელი ლუდოვიკოს ბუკინგემთან რომ ღალატობდა ამის გამო გრძნობდა თავს უბეურად?!
ეს ჭორიკნობა რა უბედურებაა.ასეც რომ ყოფილიყო,არ არის ლამაზი საქციელი
ერთხელ შენგელიამაც თქვა,ცსკაში ყოფნა ჩემი შეცდომა იყოო,არადა იმ მომენტში სხვას არავის უნდოდა.ასეთი ადამიანი პატივისცემას არ უნდა იმსახურებდეს.უმადურობაა