“ამისთვის მზად უნდა ვიყოთ” – “სამხრეთ დერეფანი” შესაძლოა, “შუა დერეფნის” კონკურენტი გახდეს

“გეოპოლიტიკურ ცვლილებებს მომზადებულები უნდა შევხვდეთ”, – ამის შესახებ Tbilisi dry Port-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა აზია – ევროპას შორის ალტერნატიული სატრანსპორტო დერეფნების შესაძლო ფორმირების კომენტირებისას განაცხადა.

მკვეთრი დისბალანსი ექსპორტ-იმპორტის სტრუქტურაში, რაც გადაზიდვებს აძვირებს, ასევე შეზღუდული საპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები, მულტიმოდალური გადაზიდვების სირთულე და ცვალებადი გეოპოლიტიკური გარემო – ეს იმ გამოწვევების არასრული ჩამონათვალია, რაც “შუა დერეფანს” და მასთან ერთად საქართველოს კონკურენტულ უპირატესობებს ასუსტებს. ამასთან ჩნდება ახალი დერეფნების კონტურები, რამაც შესაძლოა არც საქართველოზე გამავალი არც თუ ისე მასშტაბური ტვირთების გადამისამართება გამოიწვიოს. ერთ-ერთი ასეთი დერეფანი კი შესაძლოა საქართველოს სამხრეთით თურქეთ-სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შეიქმნას, რაც ქართულ პორტებს არაკონკურენტულ ვითარებაში ჩააყენებს.

“რომ ვიყოთ კონკურენტული სხვა დერეფნებთან მიმართებით გვჭირდება გამართული ინფრასტრუქტურა და პირველ რიგში, ალბათ, გვჭირდება ახალი თანამედროვე ნავსადგურები. ანაკლიის ნავსადგური ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია”. იმედია ამ მიმართულებით საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული”, – ამბობს ჯემალ ინაიშვილი და მიუთითებს, რომ ინვესტირება გაუმჯობესების კუთხით მუდმივი პროცესია და ამ კუთხით აქტივობა მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოში, არამედ “შუა დერეფნის” მონაწილე სხვა ქვეყნებშიც.

Tbilisi dry Port-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ დღეს აზია-ევროპის ტვირთბრუნვაში რუსეთზე გამავალი ჩრდილოეთის დერეფანი კვლავ რჩება მნიშვნელოვან ტვირთგამტარ არტერიად, მიუხედავად სთვის დაწესებული სანქციებისა და ტვირთის დიდი ნაწილი კვლავ მიდის როგორც ნოვოროსიისკის და სხვა ნავსადგურებიდან, ასევე ბალტიისპირეთის ნავსადგურებიდან. ამასთან, არსებული გეოპოლიტიკური ძვრები ალტერნატიული მარშრუტების გაჩენას არ გამორიცხავს.

“ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება მოლაპარაკებები ირანსა და -ს შორის ბირთვულ პრობლემასთან დაკავშირებით. თუ ისინი მიაღწევენ შეთანხმებას და სანქციები მოეხსნება ირანს, ჩვენი ძირითადი კონკურენტი გახდება ირანის პორტები. განსაკუთრებით, ცენტრალური აზიის მიმართულებით და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – მიმდინარეობს მოლაპარაკებები და იმედია, მალე გაფორმდება სამშვიდობო შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, თუმცა ამ შემთხვევაში უკვე სომხეთიც მოგვევლინება როგორც ტრანზიტული ქვეყანა. გარდა ამისა, სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზება სომხეთს აძლევს წვდომას თურქეთის ნავსადგურებზე და შეძლებს ტვირთის ექსპორტ-იმპორტს ქართული პორტების გვერდის ავლით. ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ამ ცვლილებებს ჩვენ შეგვიძლია დავახვედროთ მხოლოდ გამართული ინფრასტრუქტურა და კონკურენტული ფასები, რომ შევძლოთ კონკურენტულებად დავრჩეთ დერეფანში”, – ამბობს ჯემალ ინაიშვილი.

ბიზნესმენი აქცენტს აკეთებს დღეს არსებულ იმ ვითარებაზე, რომელიც საქართველოსკენ მომავალ ტვირთს ნაკლებად კონკურენტულს ხდის.

“ჩვენ “ჩაკეტილი ზღვა” ვართ. ჩვენთან მომავალ გემებს უწევთ ბოსფორის და დარდანელის სრუტის გავლა და გარკვეული საფასურის გადახდა. აქ არის ერთი მომენტიც – თურქეთის პორტებში მიმავალი გემების გადასახადები განსხვავდება იმ გემების გადასახადისგან, რომლებიც მიდიან ს, ს, ნოვოროსიისკის თუ სხვა პორტების მიმართულებით. თურქეთი უქმნის სასათბურე, კონკურენტულ პირობებს იმ ტვირთნაკადს, რომელსაც მისი ნავსადგურები ემსახურება. განსხვავებული ტარიფი აძვირებს ფრახტს და ეს მოქმედებს გადაზიდვის ღირებულებაზე. ამას ემატება ძალიან ძვირი, 2-3-ჯერ ძვირი ფოთის და ბათუმის ნავსადგურები, შავი ზღვის სხვა ნავსადგურებთან შედარებით, რომ არ ვისაუბრო თურქეთის ან ევროპის ხმელთაშუა ზღვის ნავსადგურებზე”, – აღნიშნავს ინაიშვილი.