ამირან გიგუაშვილი – ბრალს ეთანხმება

ბრალს ეთანხმება – მას აქვს სიტყვის უფლება, ისარგებლებს თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განაცხადა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საქმესთან დაკავშირებით მეტ დეტალზე სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.
„ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება აღკვეთის ღონისძიების სხდომას. დანარჩენი საკითხები, რომელიც გაინტერესებთ, კომენტარებს გავაკეთებთ აღკვეთის ღონისძიების განხილვის შემდეგ. დაცვის პოზიცია არის ისეთი, რომ ამ შემთხვევაში ბრალს ეთანხმება ირაკლი ღარიბაშვილი. ყველა განცხადებას და კომენტარს გავაკეთებთ მას შემდეგ, რაც დასრულდება სასამართლო განხილვა. მას აქვს სიტყვის უფლება, ისარგებლებს თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია“, – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.
ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, მისცა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩვენება თანამზრახველებთან დაკავშირებით, ადვოკატის ინფორმაციით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს მსგავსი ჩვენება არ მიუცია.
„არავითარი ჩვენება ირაკლი ღარიბაშვილს არ მიუცია მსგავსი კატეგორიის და ეს საკითხები არის გამოძიების პრეროგატივა“, – განაცხადა გიგუაშვილმა.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა