ამირან გამყრელიძე: ჩვენი უახლოესი მეგობრები უკვე განსაზღვრულია და ამ გზას არ უნდა გადავუხვიოთ

ჩვენ გვინდა, გვაქვს და ეს დაფიქსირებულია კონსტიტუციაშიც, რომ ქვეყანა უახლოეს პერიოდში გახდეს ევროკავშირის წევრი და ქვეყანას ფარავდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ფარი, რათა ჩვენ დაცული ვიყოთ. ეს იქნება, ჩემი აზრით, პოლიტიკური თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახლადარჩეულმა პარლამენტმა უნდა გააკეთოს.

მე არ წავალ ახლა სიღრმეებში, ვინ იქნება უმრავლესობაში, ვინ უმცირესობაში, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ პატარა ქვეყანა ვართ, არც თუ დაცული. ჩვენ გვჭირდება უახლოესი და კარგი მეგობრები, ეს მეგობრები უკვე განსაზღვრული იყო ისტორიულად, ვინც უნდა იყვნენ და ჩვენ ამ გზას არ უნდა გადავუხვიოთ. რაც შეიძლება მალე, ახლა არის მომენტუმი, რომ მოგვეცა შესაძლებლობა უფრო დაჩქარდეს ევროკავშირში წევრობა და უფრო დაჩქარდეს, რომ გავხდეთ ნატოს ფარის ქვეშ.

NCDC-ის ყოფილი დირექტორი, ამირან გამყრელიძე BMG-ის ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ