ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს: მეამაყებით, მადლობა სწორი და ღირსეული პოზიციისთვის

მეამაყებით, მადლობა სწორი და ღირსეული პოზიციისთვის!!! – ასე ეხმაურება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე NCDC-ს 114 თანამშრომლის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან და დააზიანებს ქვეყნის წინსვლას.

აღნიშნული განცხადების შესახებ ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 114 თანამშრომელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან და დააზიანებს ქვეყნის წინსვლას.

მათივე თქმით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია უნდა დარჩეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: სინამდვილეში ნიკოლეიშვილიც და გიორგობიანიც პირადად მე მოვხსენი კორუფციის გამო, ჩვენი მმართველობის საწყის ეტაპზე და გიორგობიანი ციხეს გერმანიაში დაემალა, საიდანაც ის ივანიშვილმა დააბრუნა

ზურაბ ჯაფარიძე – მოულოდნელი და ექსტრაორდინარული არაფერი ხდება, ცხადი იყო, რომელ გზას ადგნენ – ქუჩა ერთადერთი ბრძოლის ხაზია, რომელიც საგარეო წნეხთან ერთად ჩამოშლის რეჟიმს: ქუჩა, ძალების კონსოლიდაცია და ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმება