ამინდი გაუარესდება – უახლოესი დღეების პროგნოზი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზზე წერს.
„ზაფხულის მიწურულს, ამინდი სულ უფრო და უფრო ემსგავსება შემოდგომის დასაწყისს, თუმცა როგორც ხდება ხოლმე, ბოლო წლებში სექტემბერი აგვისტოს მსგავსია. მომდევნო თვის ამინდის ანალიზზე შემდეგ დღეებში ვისაუბრებ, მანამ კი გეტყვით, რომ – მომდევნო 3 დღის განმავლობაში საქართველოში ამინდი არასტაბილური იქნება, ხვალ და ზეგ მოიღრუბლება დროდადრო და ზოგან მცირე წვიმაა შესაძლებელი, 21 აგვისტოს კი მთელს ქვეყანაში გაავდრდება და იწვიმებს.
22 აგვისტოდან – ცხელი და მზიანი ამინდი კვლავ დაბრუნდება, თუმცა ღამით ტემპერატურა უფრო კომფორტული გახდება, ზღვაზე გარუჯვის ამინდი კვლავ გაგრძელდება და მთაშიც თამამად შეგიძლიათ დაისვენოთ.
ფერიცვალებას გილოცავთ!“, – წერს მეტეოროლოგი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)