“ამინდითაც რომ რუსეთში გავიღვიძეთ… ამ ყინვაშიც რომ ამდენი ხალხი გარეთაა, ხომ უნდა ხვდებოდე, რომ ამის გაჩერება შეუძლებელია” – ზურაბ ჯაფარიძე

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევის პროცესს გამოეხმაურა.
“არანაირი პრეზიდენტის არჩევა იქ არ ხდება, ეს არის შაპიტო, ასე პატარა ბავშვები თამაშობენ. მთავარი არის აღიარება. ამ არჩევნებს, ამ პარლამენტს და ამ პარლამენტის გადაწყვეტილებებს არ აღიარებს არავინ. ჩვეულებრივი მასკარადია.
მნიშვნელოვანია, რომ ხალხი იყოს გარეთ. ხალხი არ აღიარებს, ოპოზიციური სპექტრი არ აღიარებს და გარედან არავინ აღიარებს. აღიარება კი არა სანქციები მოხვდებათ ახლა ძალიან მალე.
ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, თვითონაც ესმით, რომ ეს იზოლაცია კარგს არაფერს მოუტანთ. რას იზამს ეს ყაველაშვილი ირანში ჩავა? ივლის აქეთ იქით უნგრეთში? მეტი ხელს არ ჩამოართმევს არავინ. სასაცილო ფიგურა, ბიძინას მორიგი ზებრაა. ცხადია ყველაფერს გააკეთებენ რომ აღიარება მიიღონ, მაგრამ შანსი არ აქვთ, გამორიცხულია.
ამინდითაც რომ რუსეთში გავიღვიძეთ დღეს, არხანგელსკის ამინდია, ამ ყინვაში რომ ამდენი ხალხი გარეთ რომაა გამოსული, ხომ უნდა ხვდებოდე რომ ამის გაჩერება შეუძლებელია. “- განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა