ჩვენ შევიმუშავეთ შესაბამისი ფორმულა, სადაც ყველა სტატუსის მასწავლებელს, განუხრელად მათი სტატუსისა, საათობრივი, ანუ შრომის დატვირთვის მიხედვით, ანაზღაურება ექნებათ თანაბარი. აქ ჩვენთვის ყველა მასწავლებელი არის ერთნაირი, ყველა არის ღირსეული და სწორედ ჩვენი დაპირება, რომ “ღირსეული ანაზღაურება თითოეულ პედაგოგს”, ეს 1-ლი ივლისიდან, აგერ უკვე, შესრულებული არის.
ყოველთვის, ეს იქნებოდა, გნებავთ მე, გნებავთ სამინისტროს ნებისმიერი წარმომადგენელი, გნებავთ წინა პრემიერმინისტრი, გნებავთ, მოქმედი პრემიერმინისტრი, სადაც კი საჯაროდ ამაზე ყოფილა კომუნიკაცია, ჩვენ ყველგან ვამბობდით, რომ ზრდა იქნება საშუალოდ 500 ლარი სრული დატვირთვის პირობებში. თუმცა, ფორმულის შედეგად, მივიღეთ შესაბამისი, არაჩვეულებრივი ციფრები.
დღეს 50 ათასი სტატუსიანი მასწავლებელი გვყავს სისტემაში და მათ 70%-ს, 40 ათასამდე მასწავლებელს – აი, აგერა ვართ, 1-ლი ივლისიც ახლოს არის, თუ არ ვცდები, 10 ივლისამდე რიგდება ხელფასი და საშვებულებო პერიოდშიც კი ჩვენი პედაგოგები უკვე ახალი ფორმულით მიიღებენ ანაზღაურებას – ეზრდება მინიმუმ 500 ლარით და ზევით. ოღონდ, ზრდა, მეგობრებო, არის 600 ლარი რამდენიმე ათას ადამიანში, 700 ლარიც და 800 ლარიც.
კითხვა ჩნდება ლოგიკურად, რა ხდება 30%-ში. თუ შეადარებს პედაგოგი ახალ სახელფასო ფორმულას ძველთან და იგივე დატვირთვის პირობებში, რაც დღეს აქვს, დაუჯდება კლება – და აქ არის სადაც ჩვენს ოპონენტებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა უნდათ, იმიტომ, რომ ჩვენი ფორმულა აგებულია, პირველ რიგში, შრომის თანაბარ ანაზღაურებაზე, თუმცა, შემდგომ ემატება სტაჟის, განათლების, მთის და სტატუსის დანამატები… ყველას უთანაბრდება არსებულ ხელფასთან, თუ ფორმულით გაქვს კლება, ასეთია ფორმულის პრინციპი, და პლიუს, დამატებით 200 ლარით ემატება ხელფასი. […] ყველა სტატუსის პედაგოგს, ყველას, იქნება ეს უფროსი, წამყვანი თუ მენტორი, [ხელფასი მინიმუმ 200 ლარით გაეზრდება].
[…] შევსება და პლუს 200-ლარიანი მატება დაახლოებით ეხება 5-დან 7 პროცენტ ადამიანებს იმ დარჩენილ 30 პროცენტში. დარჩენილ 20-დან 25 პროცენტში ჩვენ გვაქვს 300 და 400-ლარიანი მატება, ანუ, უფრო მეტი, ვიდრე 200-ლარიანი. ამ ციფრებზე, სრული პასუხისმგებლობით, აგერა ვარ, პასუხს ვაგებ თითოეული სტატუსიანი პედაგოგის წინაშე.
