გლდანის რაიონში, თიანეთის გზატკეცილის N37ა-ში სპორტული სკოლა მოეწყობა. აღნიშნული მიწის ნაკვეთი 23 789 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. ტერიტორია სახელმწიფომ საკუთრებაში მუნიციპალიტეტს გადასცა. მერია იღებს ვალდებულებას, ტერიტორიაზე თანამედროვე ტიპის სპორტული მოედანი მოაწყოს და ის ფუნქცია
დაუბრუნოს, რაც გააჩნდა. ე.წ. ამერის სტადიონი 2004 წელს.
ტერიტორია დედაქალაქის მერმა დაათვალიერა და არსებულ ვითარებას გაეცნო. კახა კალაძის განცხადებით, ტერიტორიაზე საუკეთესო სპორტული სკოლა მოეწყობა. ასევე განთავსდება ორი საფეხბურთო მოედანი და საჭირო ინფრასტრუქტურა.
„გლდანის რაიონში საკმაოდ ცნობილია ე.წ ამერის სტადიონი. მიუხედავად არსებული მძიმე პირობებისა, ძალიან დატვირთულია აქაურობა, დაახლოებით, 1 000 ბავშვი დადის აღნიშნულ სკოლაში. მოსახლეობას ვპირდები, რომ აქ იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული სკოლა, იმისთვის, რომ პატარებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ნორმალურ პირობებში ივარჯიშონ და მიაღწიონ წარმატებას. გაკეთდება ორი საფეხბურთო მოედანი, თავისი გასახდელებით,
საშხაპეებით, ღამის განათებებით. მთლიანად აღდგება მაყურებლების ტრიბუნა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
