ამერიკულ სანქციებში დიდი ბუნდოვანებაა – ქადაგიშვილი

აშშ-ს მხრიდან სანქციებში ძალიან დიდი ბუნდოვანებაა – თქვა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „იმედის“ ეთერში.
-ს უფლება აქვთ, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მათი ეროვნული ინტერესი, მათი სანქცია და კანონმდებლობა გავრცელდეს. რაც შეეხება საქართველოსთან მიმართებაში სანქციებს, ვხედავთ, რომ ამასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან დიდი ბუნდოვანება, რადგან სანქციას მყარი საფუძველი უნდა ჰქონდეს. მოიგონეს, რომ რაღაც კანონს დაარქვან რუსული და იფიქრეს, რომ სიტყვა რუსულს მაშინვე კეთროვანივით ყველა გაემიჯნება.
ამიტომ, გადაწყვიტეს საქართველოს ამ ლიბერალურ კანონს დაარქვან რუსული და ამით ზეწოლა მოახდინონ და შიდა ოპოზიციას, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მიეცემა საკვები, რომ რუსულის გარშემო ჩაწოდებული განცხადებებით ცოტა ხანი ისულდგმულონ. აი ეს სურათი გვაქვს ჩვენ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს და სხვა პირებს აშშ-მა სავიზო შეზღუდვები დაუწესა. მიზეზად დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა და თავისუფლების შეზღუდვა დასახელდა.

ასევე დაგაინტერესებთ